LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს – რას ამბობს ექსპრეზიდენტი

124
13051743_trump-ap

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ. „სეიენენის“ ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

მედიის გავრცელებული ეს ინფორმაცია მოგვიანებით ოფიციალურად დაადასტურა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრეგმა. მისი ინფორმაციით, დაუკავშირდნენ დონალდ ტრამპის ადვოკატს, რათა შეეთანხმებინათ პროკურორის ოფისში ტრამპის მისვლა სასამართლოში შემდგომი წარდგენის მიზნით.

საბრალდებო დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, მაგრამ ცნობილია, რომ გამოძიება ეხებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა.

აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპი ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სრულიად უდანაშაულოა“.

„ვფიქრობ, რომ ეს კუდიანებზე ნადირობა ძლიერ დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ აქ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი. ჩვენ ჯერ ელვინ ბრეგს დავამარცხებთ, შემდეგ კი ჯო ბაიდენს. ჩვენ ვაპირებთ, თითოეული ეს ცრუ დემოკრატი ოფისებიდან გავაძევოთ იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g