LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ მარტინ სკორსეზეს ფილმის „მარადიული შვილის“ თრეილერი, სადაც მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს

173
page

საშინელებათა ჟანრის ფილმების მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. სულ ცოტა ხანში ახალი ფილმის „მარადიული შვილის“ (The Eternal Daughter) პრემიერა შედგება. მეტიც, ახალ კინოსურათში ტილდა სუინტონი მთავარი როლით მოგვევლინება. ის ფილმში ერთდროულად ორ, დედისა და შვილის როლს ირგებს.

ფილმის რეჟისორი ჯოანა ჰოგია, აღმასრულებელი პროდიუსერი კი მარტინ სკორსეზე. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა „ვენეციის კინოფესტივალზე“ უკვე შედგა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

რაც შეეხება სიუჟეტს, ის ხელოვანსა და მის ხანდაზმულ დედაზე მოგვითხრობს, რომლებიც ყოფილ საგვარეულო, საიდუმლოებებით მოცულ სახლში ბრუნდებიან და სახლის მისტიკურ ბინადრებთან შეხვედრა უწევთ.

ფილმის, „მარადიულ შვილის“ პრემიერა 2 დეკემბერს შედგება.

61 წლის ტილდა სუინტონი წითელ ხალიჩაზე აკადემიური ორეულითა და ავანგარდული ვარცხნილობით გამოჩნდა

ტილდა სუინტონი „ჰაიდერ აკერმანის“ იასამნისფერ მბზინავ კაბაში, ახალი მისტიკური ფილმის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები