LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახევრად ხუმრობით ვიტყვი – ე, მანდ რაიმე დამაზიანებელი არ ეთქვა, სჯობდა ამისგან თავი დაგვეცვა. ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც შესანიშნავად წარიმართა“ – მიხეილ სარჯველაძე

128
მიხეილ სარჯველაძე და სალომე ზურაბიშვილი

„ბევრი შეეცდება ისევე, როგორც ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საკუთარი ავტორობა მიაწეროს წარმატებას, რაც ქვეყანას აქვს, მაგრამ დაზიანების გარდა, რაიმე წვლილი ზურაბიშვილს იმ წარმატებაში, რასაც სტატუსის მოპოვება ჰქვია, არ შეუქმნია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საზეიმო ღონისძიება სალომე ზურაბიშვილის გარეშეც შესანიშნავად წარიმართა.

ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის მისალმებით დაიწყო: „ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება“

„შევაფასოთ, რა განცხადებებს აკეთებდა ზურაბიშვილი 8 ნოემბრამდე და 8 ნოემბრის შემდეგ როგორია მისი დამოკიდებულება. 8 ნოემბრამდე იყო სრულიად დესტრუქციული, რეალობას აცდენილი განცხადებები და რიტორიკა.

ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო მისი განცხადებებიდან, რომ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა 2022 წელს არ იმსახურებდა, იყო საუბრები, რომ ქვეყანა ფორმალურად ატარებს რეფორმებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონოდა მოლოდინი და იმედი სტატუსის მოპოვების. ეს რამდენად შეიძლება პროდუქტიული ყოფილიყო სტატუსის მოსაპოვებლად, მგონი ყველასთვის მარტივია დასკვნის გამოტანა.

„ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ“ – მამუკა მდინარაძე 

ყველასთვის გასაგებია, რომ ევროკავშირში საჩუქრად არ არიგებენ კანდიდატის სტატუსს, არც ავანსად, სტატუსი ქვეყანას ენიჭება დამსახურების მიხედვით.

სხვათა შორის ამის დასტურია 8 ნოემბრის შემდეგ შეცვლილი რიტორიკა და დღეს ალაპარაკება მათ შორის ოპოზიციის არაერთი ლიდერისა სტატუსის დამსახურებაზე, რომელიც გვარწმუნებდა მანამდე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია სტატუსის მოპოვება.

დამაზიანებელი იყო საუბრის წამოწყება მოსახლეობის, საზოგადოების, ქართველი ერის მიერ სტატუსის დამსახურებაზე და ამის საფუძველზე ინტრიგის შექმნა, თითქოსდა ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს.

ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? – ძალიან დიდი ბოდიში, რატომ? – კალაძე ზურაბიშვილზე

8 ნოემბრამდე, ვიდრე მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ქვეყანას სტატუსი ეკუთვნოდა და მიიღებდა, რიტორიკა იყო განსხვავებული თვისობრივად იმისგან, რაც მოვისმინეთ 8 ნოემბრის შემდეგ.

ახლაც ბევრი შეეცდება ისე როგორც ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საკუთარი ავტორობა მიაწეროს ამ წარმატებას, რაც ქვეყანას აქვს, მაგრამ ვფიქრობ, დაზიანების გარდა, რაიმე წვლილი არ შეუქმნია სალომე ზურაბიშვილს იმ წარმატებაში, რასაც ჰქვია სტატუსის მოპოვება, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ითხოვდე სტატუსს და იმავდროულად საუბრობდე, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს.

„კარგი იქნებოდა პრეზიდენტისთვის სიტყვის საშუალება მიეცათ – ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა“ – ხატია დეკანოიძე

(ღონისძიების) წინა დღეს გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ სურვილი ჰქონდა დასწრებოდა ამ ღონისძიებას და თქვა, რომ თუ სთხოვდნენ თუ ნებას დართავდნენ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის… მოკლედ ცოტა გაუგებრად თქვა ეს ყველაფერი.

სიმართლე გითხრათ, მე მაინც და მაინც მსურველი არ ვიქნებოდი ის გამოსულიყო, რადგან ნახევრად ხუმრობით ვიტყვი – ე, მანდ რაიმე დამაზიანებელი არ ეთქვა, სჯობდა თავი დაგვეცვა ამისგან. ვფიქრობ, შესანიშნავად წარიმართა ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც“. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„მადლობები არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ – სალომე ზურაბიშვილი

პოპულარულები