LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევრად შიშველი Lil Nas X ლოს-ანჯელესის ქუჩებში არაფხიზელ მდგომარეობაში მოხეტიალე დააფიქსირეს – არტისტი ხელბორკილებით კლინიკაში გადაიყვანეს

147
photo-collage.png (62)

ინტერნეტი ნახევრად შიშველი Lil Nas X-ის ფოტოებმა და ვიდეოებმა მოიცვა. კადრებში, არტისტი ღამის საათებში, ლოს-ანჯელესის ქუჩებში მოხეტიალე ჩანს. თვითმხილველების მტკიცებით, მომღერალი არაადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.

როგორც TMZ იტყობინება, სამართალდამცველებმა ის დააკავეს და ხელბორკილებით კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, შემსრულებელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღებით იყო გამოწვეული.

26 წლის შემსრულებელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

Lil Nas X-ის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები