„ნამახვანჰესის“ ტერიტორიაზე, სადაც კარვებია განთავსებული, მამაკაცი რიონში შევიდა და გაუჩინარდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათი თქმით, მამაკაცმა ერთ-ერთ აქტივისტს ტელეფონი გადასცა და დაუბარა, რომ ნივთი მისი მეგობრისთვის გადაეცა, შემდეგ კი მდინარეში გადახტა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამაშველო სამსახურები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებთან ერთად გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ.