LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: “ქვეყანაში, სადაც ნაყოფს იცილებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა და მხოლოდ ვაჟიშვილის მამა მიაჩნიათ მამაკაცად, რატომ გიკვირთ, რომ ქალზე ძალადობა წახალისებულია საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს თუ რელიგიური ორგანიზაციების დონეზე?”

107
გაგაგა

“ქვეყანაში, სადაც ნაყოფს იცილებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა და მხოლოდ ვაჟიშვილის მამა მიაჩნიათ მამაკაცად, რატომ გიკვირთ, რომ ქალზე ძალადობა წახალისებულია საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს თუ რელიგიური ორგანიზაციების დონეზე?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს.

გეგეჭკორი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მისი იძულება რაიმე ფორმით არის ძალადობა და ის უნდა ისჯებოდეს კანონით.

“ქვეყანაში, სადაც ნაყოფს იცილებენ მხოლოდ იმიტომ რომ გოგოა და მხოლოდ ვაჟიშვილის მამა მიაჩნიათ მამაკაცად, რატომ გიკვირთ, რომ ქალზე ძალადობა წახალისებულია საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს თუ რელიგიური ორგანიზაციების დონეზე.

აბა საკუთარ გულში ჩაიხედეთ, რამდენს გიოცნებიათ ბიჭის მშობლობაზე და რამდენი ყოფილხართ იმედგაცრუებული გოგოს რომ აღმოაჩენთ ექოსკოპიაზე?

ჩანასახიდანვე ქალზე მოძალადე საზოგადოება ვართ სამწუხაროდ… არც უნიკალურები ვართ ამ მხრივ. ბევრი ჩვენნაირი საზოგადოება არსებობს.

მე და გიორგის ორ ქალიშვილზე ამოგვდის მზე და ოდესმე ვინმემ მათ რომ გული ატკინოს, მთელ სამყაროს შევძრავთ და არც ერთ ცრემლს არ შევარჩენ.

თუ მეუღლის, შეყვარებულის ან მეგობრის საქციელი არ მოგწონს მოშორდი და მათ გარეშე გააგრძელე ცხოვრება. არავის აქვს უფლება ძალით სცადოს იმის გამოსწორება რაც არ მოსწონს. არ არსებობს მიზეზი რაც ძალადობას გაამართლებს. არც მსუბუქი ძალადობა არსებობს.

ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მისი იძულება რაიმე ფორმით არის ძალადობა და ის უნდა ისჯებოდეს კანონით. ალტერნატიული ახსნები მხოლოდ ველურ ადამიანებს აქვთ და არა ცივილიზირებულ საზოგადოებებს,” – წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g