LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილს: „თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე, მაშინ იცნობ!“

8205
ნანკა კალატოზიშვილი

საქართველოში მე-9 დღეა მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს.

პროტესტს უკვე შეუერთდა თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი.

„ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, აპროტესტებენ მსახიობებიც.

ისინი აქტიურად მონაწილეობენ აქციებში, სოციალურ ქსელში კი მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. „გავიფიცე“ – წერს მსახიობთა დიდი ნაწილი პირად გვერდებზე.

პროტესტს უერთდება მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც შოუბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენლის სალომე გოგიაშვილის კომენტარს პოსტის სახით გვიზიარებს.

„მართლა ვერავის ვერ ვცნობ და ვინ არიან ან საიდან იფიცებიან?“ – კითხულობს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში, რაზედაც ნანკა კალატოზიშვილი ასე პასუხობს:

„თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე მაშინ იცნობ!“ – აღნიშნავს ნანკა.

ეკა დემეტრაძე: „ხალხო გთხოვთ, უკვე კატასტროფა ხდება, ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ ახალგაზრდებს თუ ასაკოვანებს, გადაწიეთ ფარდები, ნუ გძინავთ ასე ღრმად, ნუ გეშინიათ“

„არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!“ – ლეო ანთაძე

ვიდეო: ბაჩო ქაჯაია: „მხატვრული ხერხით ყოველთვის ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში იდგა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ფორმა აღარ არის საკმარისი პროტესტის გამოსახატავად. თეატრში მოსული მაყურებელი მიხვდება, რომ ლამაზად გამოხატვის დრო აღარ არის…“

ვიდეო: კახა კინწურაშვილი: „მსახიობები სადამსჯელო რაზმებს ეწირებიან… გაფიცვა არის ერთ-ერთი ფორმა იმისთვის, რომ ადამიანებმა, ვინც ვართ ამ სფეროში, პროცესი კულტურულ სივრცეში დავაბრუნოთ…“

ვიდეო: „შვილს ვამზადებ, ვიღაც თუ შემოგვივარდა სახლში, მზად რომ იყოს, ჩართოს ლაივი…11 წლის ბავშვს ვამზადებ ამისთვის, წარმოიდგინეთ, რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ“ – ნანკა კალატოზიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g