LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანტის მერიამ სანტა კლაუსს ღამით ფრენის უფლება მისცა

133
5765767

საფრანგეთში, ქალაქ ნანტის მერიამ გამოაქვეყნა ბრძანება, რომელიც სანტა კლაუსს 24 და 25 დეკემბერს, ღამის საათებში ფრენის უფლებას აძლევს. დოკუმენტში, თავად მისტერ სანტა კლაუსის გარდა, ნახსენები არიან ასევე მისი ირმებიც: ტორნადო, იაროსტი, ფრინგანტი, კომეტა, კუპიდონი, გრომი, ელვა და რუდოლფი. ინფორმაციას ამის შესახებ Actual News Magazine ავრცელებს.

ამ გზით ქალაქის ხელისუფლებას სურს, რომ სანტას საჩუქრების დროულად დარიგებაში დაეხმაროს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ნანტის აეროპორტში ღამით ფრენა აიკრძალა, რადგან დილის 6 საათამდე ხმაურის დაბინძურება შეზღუდონ. ღამის საათებში თვითმფრინავებს დაფრენა მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში, გარკვეული დაზიანების ან სხვა პრობლემის არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ. ასეთი გადაწყვეტილების დამსახურებით, ადგილობრივებს უკეთ გამოძინების საშუალება ეძლევათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g