LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: არასასიამოვნო პოსტებზე ვარ „დათაგული“ და „დამლაიქებლებს“ შორის ჩემი მეგობრები აღმომიჩენია… მორალურად მკლავენ

1027
4f5cdaa6-1ed0-4ab7-800d-9a0a7d322048-2024-04-03_16-03-47_278036

მსახიობი, ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ჟურნალთან „გზა“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოშია, მისთვის ძალიან მტკივნეულია.

ამ კონტექსტში, ნანუკა გულუა აღნიშნავს, რომ ნებისმიერ რადიკალურად განსხვავებულ აზრს პატივს სცემს, თუმცა მიიჩნევს, რომ იქ, სადაც იწყება შეურაცხყოფა, აზრის პატივისცემა მთავრდება.

როგორც ნანუკა ამბობს, აგრესიული თავდასხმების ობიექტი ნაკლებად ყოფილა, თუმცა „გულსატკენი კომენტარები“ მისთვისაც დაუწერიათ.

„ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული ნებისმიერი აზრის მოსასმენად. როცა შენ ბულინგი და გადავლა გტკივა, რაღაცნაირად უნდა შეძლო და სათქმელი მოზომო, მაგრამ არის კატეგორია, რომელთანაც ეს მოზომვაც არ ჭრის, მაინც გადაგივლის. გულსატკენი კომენტარები ჩემზეც დაუწერიათ. შევნიშნე ადამიანები, რომლებიც დაუნდობლები არიან სოციალურ ქსელში, თავს უფლებას აძლევენ, ჭკუა დაგარიგონ ან გაგლანძღონ, ისინი პირადად რომ გხვდებიან, არაფერს გეუბნებიან, მხნეობა არ ჰყოფნით იციან, რომ არასწორები არიან…

თუ რამ მწყინს, ისაა, რომ ზოგიერთი მეგობარი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი პოზიცია, არასწორად იქცევა. არის შემთხვევები, როცა აბსოლუტურად აზრს მოკლებულად და დაუმსახურებლად, არასასიამოვნო პოსტებზე ვარ „დათაგულ“ და „დამლაიქებლებს“ შორის ჩემი მეგობრები აღმომიჩენია. ისინი ამით მე მაზიანებენ და მორალურად მკლავენ“

ნანუკა გულუას ვრცელ ინტერვიუს ჟურნალ „გზის“ ახალ ნომერში გაეცნობით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები