სექტემბრიდან “ნანუკას შოუ” დაიხურება. ტელეწამყვანი ახალი სეზონიდან მაყურებელს სხვა გადაცემას შესთავაზებს.
როგორც “ფორტუნას” ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, “ნანუკას შოუმ” საკუთარი თავი ამოწურა და ახლა დროა, რომ ის შეიცვალოს.
"მე მაინც მჯერა რომ ყველა ერთად, სადღაც, ისევ ამოვხეთქავთ"
ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას - მე მაინც მჯერა რომ ყველა ერთად, სადღაც, ისევ ამოვხეთქავთ
ტელეწამყვანმა ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ გადაცემა არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური არ იქნება. მისი თქმით, არხზე ორი პოლიტიკური თოქ-შოუა და ეს საკმარისია.
რაც შეეხება ახალ ფორმატს, ის სოციალური თოქ-შოუ იქნება, თუმცა როგორც ტელეწამყვანმა გვითხრა, სახელი ჯერ მოფიქრებული არ არის.