LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც პირველ რიგში არის თავისუფალი ბიზნესი

103
131662599-3626042637485369-4235216008475239342-o

ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც პირველ რიგში არის ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესი,-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ ხელისუფლების ყველა რეფორმა კერძო ბიზნესისა და ეკონომიკის გაჯანსაღებას ითვალისწინებს.

„ყველა ჩვენი რეფორმა, რაც დღემდე განგვიხორციელებია და რასაც უახლოეს 4 წელიწადში განვახორციელებთ, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, ემსახურება სწორედ იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ კერძო ბიზნესი, გავხადოთ ის სოციალურად პასუხისმგებლიანი და მთავარი მამომძრავებელი ძალა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში კოვიდის პერიოდში. ძალიან დატვირთული, რეფორმატორული დღის წესრიგი გვაქვს. კერძოდ, ეკონომიკის ნაწილში ძალიან ბევრი რეფორმა მიმდინარეობს და ბევრი იგეგმება, იგივე კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც მეტ ინვესტორს და მეტ ინვესტიციას მოგვიტანს“,-განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის  თქმითვე, 2021 წლისთვის ბევრი რეფორმა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ქვეყანა პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისს დაძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები