LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: მზად ვართ, „რიონის მცველებს“ საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში

70
157307347-3826581060764858-6894787408400620317-o

„როგორც მე, ასევე ლევან დავითაშვილი მზად ვართ, რომ „რიონის მცველებს,“ როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში. იმედი გვაქვს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს“ – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში, „ნამახვანი ჰესის“ პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მინისტრის თქმით, ხალხთან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ, აუცილებელია დიალოგი, შეხვედრების გამართვა და  მეტი განმარტება. „ვფიქრობ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან ანგაჟირებულები პოლიტიკურად, არ აქვთ რაღაც ნეგატიური დღის წესრიგი და მე გულწრფელად მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან „რიონის მცველები“, ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის მოინახება შეთანხმების კონსტრუქციული პლატფორმა,“ – განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას მართავენ. პირველი შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g