LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ Bank of America-ს მიერ გამართულ ინვესტორთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

119
1234

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, Bank of America-ს მიერ გამართულ ინვესტორთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავამ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.

მარაქეშში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g