LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „დღეს ჩემი დამხმარე მოვიდა, შუშაზე აქვს აწეპებული ხალხს სახე, იმდენი მგზავრიაო და ეგ ხალხმა როგორ აკონტროლოს?“

254
natodumbadze2025

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ტრანსპორტთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე წერს და აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის მკაცრი კონტროლი საკუთარ თავზე ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

„ახლა ვუსმინე,  სკოლები და ტრანსპორტი საყურადღებოა და მკაცრი კონტროლიო, სკოლას, კი ბატონო, აკონტროლებენ და აი, ტრანსპორტი ვინ უნდა აკონტროლოს, ხალხმა?

დღეს ჩემი დამხმარე მოვიდა, შუშაზე აქვს აწეპებული ხალხს სახე, იმდენი მგზავრიაო და ეგ ხალხმა როგორ აკონტროლოს? დაამატეთ და აკონტროლეთ, ხალხს თავისი გასაჭირიც ეყოფა! გუშინ საათნახევარი სამარშრუტოთი საცობში ვიდექიო და რა საქმეზეც იყო დააგვიანდა და უკან გამობრუნდა კიდევ საათნახევარი დაჭირდა 20 წუთის სავალ გზაზე! ეს კომენდანტი   გადასწიეთ, ბატონო, ისედაც განერვიულებული ხალხი  ასეთ დღეში რომ არ ჩავარდეს და მთელ დღეს საცობში არ ატარებდნენ! მართლა უკვე ვის შევჩივლოთ ამბავში ვართ, მგონი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები