LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „გაჭირვებულ ქვეყანაში მხოლოდ კონსულტაცია 100 ლარი რომ ღირს  და ვერავინ დადის ექიმთან, ეს მოაწესრიგეთ!..“ 

1044
natodumbadze2025

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახეb, თუ როგორ გაძვირდა წამლები. მისი თქმით, ბევრ პენსიონერს წამლების ყიდვის შესაძლებლობა აღარ აქვს და სახელმწიფომ ფარმამაფიას უნდა მიხედოს.

ნატო დუმბაძე:

„მოკლედ, ან წამლის ფასებს მიხედეთ, ან მათ მესვეურებს დაელაპარაკეთ, მთავრობა!

ეს რა ხდება? ახლა წავიკითხე, რა ფასებია, ანუ პენსიონერმა, ან თუნდაც უმუშევარმა  ადამიანმა, ის წამალი, რომელიც 37 ლარი ღირდა და 100 ლარი გახდა, როგორ  უნდა იყიდოს?!.

რით  ვერ გაძღნენ?

აი, ევროპას რომ გაიძახით, იქ ნახეთ, რა ღირს იგივე წამალი  და მით უმეტეს, პენსიონერისთვის, რომელსაც პენსია 1000€ აქვს! გაჭირვებულ ქვეყანაში მხოლოდ კონსულტაცია 100 ლარი რომ ღირს  და ვერავინ დადის ექიმთან, ეს მოაწესრიგეთ  და ხალხის მხარეს დადექით, ეყოფა ფარმამაფიას  პარპაში!“

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები