პროდიუსერი ნატო დუმბაძე პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია და დაუფარავად გამოხატავს თავის მოსაზრებებს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
ნატო დუმბაძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და კითხვაზე, რა გამოსავალი ესახება შექმნილ ქაოსურ სიტუაციაში, ასე პასუხობს:
„კომენდანტის საათმა ხალხი გააზარმაცა. ჰგონიათ, რომ თუ აღშფოთდებიან და საკუთარ აზრს „ფეისბუქზე“ დაწერენ, ამას ვინმე ყურადღებას მიაქცევს. ხალხი გარეთ უნდა გამოვიდეს და ხელისუფლებას, რომლის მხარდამჭერიც ვარ და არა – მონა, უთხრას, მოგვხედეთ, დავიღალეთო.
5 თვის განმავლობაში რა გვესმის? პარლამენტში ოპოზიცია შევიდა – არ შევიდა. ჩვენზე ვინმე ფიქრობს?! ხალხს ბანკის სესხი რომ აქვს დასაფარი, ეს ვინმეს აღელვებს?!.“
