ნატო დუმბაძე ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. პროდიუსერი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, აღნიშნავს:
„შვილით მანიპულირება არის ყველაზე მდაბიო, ყველაზე უგვანო, ყველაზე არაქალური, არაკაცური საქციელი, მერე ამაზე ღლიცინი, გინება, დუჟის მოგდება!
აი, ამითი ასაზრდოვებენ თავიანთი სულის სიავეს ავსულები! სიავით, ღვარძლით, შურით ნაკვები ადამიანი საკუთარი შვილებისთვისაც კი საშიშია!
არ ვიცი, არც არასოდეს გამიგია, დამნაშავეც რომ ყოფილიყო ვინმეს შვილი, არ მახსენდება მართლა არც ერთი ხელისუფლების დროს ოპოზიციას შვილებით ევაჭრა!
და ამითი უნდათ მისვლა? ამათ უნდა ვანდოთ მომავალი?
ვისაც ეს მოგწონთ, “მალადცი“ რა!“
