LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NCDC-ის განცხადება: „საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული“

267
publika.ge-1-60

„საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული“, – ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს.

ფხაკაძე: „კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5 – სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.. ეს ვარიანტი საქართველოში ზაფხულიდანაა და უკვე ყველა ინფიცირებულის 50%-ს შეადგენს“

„ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.

ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს “ომიკრონის” ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან – მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

magti 5g