7-წლიანი სამსახურის შემდეგ, „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციაში ადასტურებენ.
NDI-ის ადგილობრივ ოფისში თორტნონის წასვლის მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ გეგმიური პროცესია, რაც გულისხმობს ჩვეულებრივ როტაციას. ვინ შეცვლის მას და კონკრეტულად როდის ეყოლება NDI-ის საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი, კვლევითი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს. ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს გარდა, მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.
როგორ დაარწმუნებს ივანიშვილი NDI-ს რომ საქართველოში “გასაოცარი დემოკრატიაა”
