„ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალაძე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
საბა ბუაძე: „მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო – თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“
ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ნებისმიერ დროს, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეც ისაუბრა:
„რაც შეეხება რეფორმას, ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. ჩვენ გვინდა რეფორმის განხორციელება, რითაც ადამიანებს დავეხმარებით, მივცემთ შესაძლებლობას, თუნდაც მაგალითად: ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დავეხმაროთ და მხარში ამოვუდგეთ. ზოგადად, ნარკოტიკების მიმართ შეიცვალოს დამოკიდებულება“, – აღნიშნა კალაძემ.
მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების გაყიდვა გაუტოლდება მკვლელობას და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-იდან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა
„შეუვალი და მკაცრი იქნება სახელმწიფო“
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“.
„ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.