LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნედ პრაისი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს

283
ნედ პრაისი

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. 

„დეტალებში არ შევალ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის წინ არ წავიდეს“, – განაცხადა პრაისმა, თუმცა არ უთქვამს, თანახმაა თუ არა გერმანია ამ ნაბიჯზე.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ამ მილსადენით გაზის მიწოდება ჯერჯერობით არ ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g