”ბარსელონას” თავდამსხმელმა ნეიმარმა რიო-დე-ჟანეიროში 8 მილიონ ევროდ გამოქვაბულიანი სასახლე იყიდა.
ერთი წლით ადრე ფეხბურთელმა კერძო თვითმფრინავი შეიძინა 4 მილიონ ევროდ. ახლა კი მას ეკუთვნის 6225 კვ/მ ფართობის ტერიტორია რიოში. სახლში 6 საძინებელი, აუზი, საჩოგბურთო კორტი, სპორტდარბაზი, გემის მისადგომი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და გამოქვაბულის საკუთარი კომპლექსი აქვს.
მამული რიო-დე-ჟანეიროს ცენტრიდან ერთი საათის სავალზეა.
ნეიმრამა ახლახან ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა 250 მილიონს შეადგენს.