სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე, ტრაგიკულად დაღუპულ 34 წლის ალპინისტს, არჩილ ბადრიაშვილს 15 აგვისტოს დაკრძალავენ.
ახალგაზრდა მთამსვლელის გარდაცვალების გამო გამოწვეული მწუხარებით სავსე გამოხმაურებები არ წყდება სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში არჩილ ბადრიაშვილს გარდაცვალებას მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება:
„ნეპალის, ინდოეთის და პაკისტანის გაუკვალავი მწვერვალები მოიარა და მარადიულ სამყაროში გასასვლელი კარი, ისევ თავის სამშობლოში, შხელდას კლდოვან მასივში იპოვა.
არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო – ოქროს წერაყინი, რომელიც მას 2022 წელს, ურთულესი მწვერვალის – Saraghrar Northwest-ის (7303 მ.) პირველად დაპყრობისთვის გადაეცა. მის სახელს არაერთი პირველასვლა უკავშირდება მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალებზე. არჩილი მსოფლიო დონის მთასვლელი იყო!
უშიშარი, ძლიერი და საოცრად კეთილი, მთებთან მოლაპარაკე ბიჭი დავკარგეთ… ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
ჩემთვის რთული წარმოსადგენია რას გრძნობს ახლა ნინო მახაშვილი, არჩილის დედა. მისი ტრაგედიის შემყურეს, მხოლოდ ეს სიტყვები მახსენდება: ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია!“ – წერს თალავვაძე.
ნეპალის, ინდოეთის და პაკისტანის გაუკვალავი მწვერვალები მოიარა და მარადიულ სამყაროში გასასვლელი კარი, ისევ თავის…
Posted by Archil Talakvadze on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024