სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ალექსანდრე დუგინის ფოტოს აზიარებს, რა დროსაც ის ქალიშვილს ემშვიდობება.
„ნეტავ რას ფიქრობს შვილის კუბოსთან ატირებული დუგინი?
მან ხომ ზუსტად იცის, ვინ და რატომ მოუკლა შვილი?!
მან ხომ ზუსტად იცის, მისივე გამოცხობილი იდეოლოგიის გამო მოუკლეს შვილი?!
მან ხომ უზუსტესად იცის, კბილებით ათასჯერ გაპრავებულ-გატანილი პუტინის მსხვერპლია მისი შვილი?!
მაგრამ, შვილის სიკვდილის შემდეგაც, იცის რომ გზა აღარ აქვს, ხმასაც ვერ ამოიღებს ზედმეტად!
დგას შავებში ჩაცმული, შვილის მკვლელს სამარადჟამო ერთგულებას ეფიცება.
ეგარი რუსეთი, ეგრე კლავს, მაგით იკვებება!“. – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს მოსკოვში, ავტომობილის აფეთქებისას, დაიღუპა “რუსული სამყაროს” მთავარი იდეოლოგისა და მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა (პლატონოვა).
ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ალექსანდრე დუგინი პირველ კომენტარს აკეთებს