,,ნეტფლიქსმა” ბიონსეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ბიოპიკი, რომელიც ამერიკელი შემსრულებლის ,,კოაჩელასთვის” მზადებისა და ფესტივალზე გამოსვლის კადრებს აერთიანებს, დღის სინათლეს 17 აპრილს იხილავს.
Homecoming – ასე ჰქვია კინოსურათს, რომელშიც 37 წლის მომღერლის გარდა, ასევე მისი მეუღლე, ჯეი-ზი, შვილები, ბლუ აივი, რუმი და სერი, და, სოლანჟი, Destiny’s Child-ის ექს-წევრები, კელი როულენდი და მიშელ უილიამსი და ჯეი ბალვინი გამოჩნდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ბიონსეს ჰედლაინერობა ,,კოაჩელაზე” ისტორიულად შეფასდა. ამასთან, ფესტივალის მთავარ სახედ აფროამერიკელი ქალი პირველად მოგვევლინა.