„ნეტფლიქსი“ დოკუმენტურ პროექტების სერიას აანონსებს. ამჯერად იგი Spice Girls-ის წევრზე, ვიქტორია ბექჰემზე, შეფ-მზარეულ, გორდონ რამზიზე და პოპ-ჯგუფ Take That-ზე გეგმავს ფილმების გადაღებას.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, პროექტებზე პროდიუსერები ნიკოლა ჰაუსონი და ჯულია ნოთინგემი იმუშავებენ. სიუჟეტი აღნიშნული ადამიანების კარიერული ზრდის შესახებ მოგვითხრობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბექჰემების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Emmy Awards-ზეა წარდგენილი


