LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ფეიერვერკის სრულად აკრძალვა სურთ

116
ef3a2980-149e-11f0-8f73-31ac8ada8f2a

ნიდერლანდების ხელისუფლება აპირებს, რომ კერძო პირებს ფეიერვერკის გაყიდვა და გამოყენება აუკრძალოს. ასეთი გადაწყვეტილება ფეიერვერკის მიერ გამოწვეულ ზიანს უკავშირდება: ის აბინძურებს გარემოს, ცხოველებს ძლიერ სტრესს აყენებს და დღესასწაულების დროს ასობით ტრავმის მიზეზი ხდება. სიახლის შესახებ BBC წერს.

19-მა ქალაქმა, მათ შორის ამსტერდამმაც, უკვე შემოიღო ადგილობრივი აკრძალვები, თუმცა საერთო კანონის გარეშე მათი დაცვა რთულია. ექიმები და ეკოლოგები ზომების გამკაცრებას ითხოვენ: ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღებს დამწვრობას, ხოლო ტოქსიკური ნივთიერება ჰაერს და ნიადაგს აბინძურებს. გარდა ამისა, ხმაურიანი აფეთქებები აშინებენ შინაურ და გარეულ ცხოველებს, მათში ძლიერ სტრესს იწვევენ.
ნიდერლანდელთა ნახევარზე მეტი აკრძალვის მომხრეა და აღიარებს, რომ ეს ნამდვილად ლამაზი ტრადიციაა, თუმცა ზიანი უფრო მეტი მოაქვს.

თუკი კანონს მიიღებენ, მის მომზადებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში სპეციალისტებს იმის მოფიქრებაც მოუწევთ, თუ როგორ უნდა გააკონტროლონ პიროტექნიკის არალეგალური შემოტანა და როგორ აუნაზღაურონ ბიზნესს მიღებული ზარალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ახალ წელს ნიდერლანდებში ფეიერვერკი შეიძლება ისევ იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები