LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში მზისგან დამცავ კრემს უფასოდ დაარიგებენ

118
Capture

ამ ზაფხულს ნიდერლანდებში დააყენებენ ასობით დისპენსერს, რომელშიც მზისგან დამცავი კრემი იქნება მოთავსებული და მის გამოყენებას ყველა მსურველი შეძლებს. ამ გზით ქვეყანაში კანის კიბოთი ავადობის შემცირება სურთ და ამიტომ ადგილობრივებს საშიში მზისგან თავის დაცვაში ეხმარებიან, წერს the Guardian.

დისპენსერები გაჩნდება პლაჟებზე, ასევე სპორტული და შემეცნებითი დაწესებულებების სიახლოვეს.

მზისგან დამცავი კრემის დარიგების იდეა ადგილობრივ მედიკოსებს ეკუთვნით. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გზა საშიში დაავადების რისკის შესამცირებლად საუკეთესოა.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში კანის კიბოს მაჩვენებელი მკვეთრადაა მომატებული. მაგალითად, მხოლოდ გერმანიაში 2021 წელს კანის კიბოს დიაგნოზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2001 წლის შემდეგ 55%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები