ნიდერლანდების 14 მუნიციპალიტეტში, რომელთა შორისაცაა – ამსტერდამი და როტერდამი, საახალწლო ფეიერვერკებს არ გაუშვებენ.
აკრძალვა შეეხება ფეიერვერკის ყველა სახეობას, გარდა ბენგალური ცეცხლისა და პატარა შუშხუნებისა, რომელთა ხელში დაკავებაც სრულებით უსაფრთხოა. ინფორმაციას ამის შესახებ Dutch News ავრცელებს.
კორონავირუსის პანდემიის დროს ფეიერვერკები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალული იყო, რათა საავადმყოფოები მათი გაშვების დროს დაშავებული ადამიანებით არ გადაეტვირთათ.
ამიერიდან კი მუნიციპალიტეტებმა ამ შეზღუდვის დაკანონება გადაწყვიტეს. სიახლე დღესასწაულის დროს ტრავმების რაოდენობას შეამცირებს, ჰაერშიც ნაკლები მავნე ნამწვი მოხვდება. აკრძალვა სასიკეთოდ აისახება ადგილობრივ ცხოველებზეც, რომლებსაც საახალწლო ხმაური ძალიან აშინებთ.
სამომავლოდ ფეიერვერკების მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალვა იგეგმება.
ფეიერვერკების ნაცვლად ქალაქებში სინათლის შოუებს აჩვენებენ, რაც არანაკლებ შთამბეჭდავი სანახაობა.