LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელ მოსწავლეებს ტელეფონები აუკრძალეს და ბავშვებმა ერთმანეთთან ლაპარაკი დაიწყეს

141
depositphotos_76331113_l-2015

ნიდერლანდების სკოლებში სულ რაღაც 4 კვირაა რაც გაჯეტები აიკრძალა და ბავშვებს სასიკეთო ცვლილებები უკვე ეტყობათ. ამის შესახებ გამოცემა NL Times-ს სკოლის საბჭოების წარმომადგენელმა უთხრა.

ბავშვებმა დასვენებაზე ერთმანეთთან კომუნიკაციას მოუხშირეს, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. ისინი ცდილობენ ახალი ნაცნობები გაიჩინონ და თანაკლასელებიც დააინტერესონ, მაგალითად, კლასში რაიმე საინტერესო სამაგიდო თამაში მოიტანონ.

მოსწავლეები გაკვეთილებზეც უფრო აქტიურები გახდნენ, ცდილობენ თავისი აზრი უფრო ხშირად დააფიქსირონ.

მასწავლებელთა შეფასებით, ადრე ბავშვებს საჯარო გამოსვლები აშინებდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ კლასელები მათ ვიდეოს გადაუღებდნენ და შემდეგ დასცინებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები