LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია იმ 8 პირის სიას აქვეყნებს, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან

424
ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია იმ 8 პირის სიას აქვეყნებს, რომელთაც მისი ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან.

აღნიშნულ პირებს შორისაა, პოლიტიკოსი გიგი უგულავაც, რომელიც გუშინწინ „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს:

„ამ წუთის ინფორმაციით, თბილისი მოლის წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს:

„თბილისი მოლთან“ დაკავებული პირებიდან 8-ს ბრალდება შეეცვალა – გამოძიება მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს: სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება, რაც 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს.“

დიმიტრი ბიძინაშვილი

გიგი უგულავა

ირაკლი წიგნაძე

ირაკლი ტაბლაძე

ნიკოლოზ კუპატაძე

ვასილ ელიავა

ნიკოლოზ ქუმსიშვილი

ალექსანდრე გოგოლაძე“ – წერს ნიკა გვარამია.

შსს: „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა 31 პირი დააკავეს…“ – გავრცელებული ინფორმაციით ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

ამ წუთის ინფორმაციით, თბილისი მოლის წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს: დიმიტრი…

Posted by Nika Gvaramia on Tuesday 4 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g