LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიმაჩნია რომ უნდა დავრჩე კოალიციის ლიდერად“

158
ნიკა გვარამია

„ნიკა გვარამია კოალიცია „ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიაში არ იქნება“, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „პოლიპატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, მისი დამოკიდებულება საზოგადოებას პირველივე წუთებში“ ამცნო:

„რომ მივდიოდი ტელევიზიიდან და ვიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას იმისთვის ომ ბიძინა ვანიშვილი შეცვლილიყო და ხელისუფლებაში ახალი ადამიანები მოსულიყვნენ.

ახალ ადამანებში ვგულისხმობ არამხოლოდ ახალ თაობას, არამედ  იმ ხალხს ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და ვისაც შეუძლია ქვეყნის შეცვლა და ვისაც არ ამძიმებს წარსული შეცდომები თუნდაც და ამ მხრივ უპირატესობას არ აძლევს „ოცნების“ პროპაგანდას.

„სიახლე და ერთიანობა აქ და ახლა! ჩვენი ნომერია 4!“ – გვარამიამ და მელია ბურჭულაძის დაფუძნებული პარტია გადაიფორმეს

საჯარო რეესტრმა ახალი პოლიტიკური გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა და პოლიტიკურ პარტიას, „სახელმწიფო ხალხისთვის“, სახელი გადაარქვა.

დღეს მივიჩნევ, რომ ერთი ნაწილი ჩემი დაპირებისა საზოგადოებისადმი არის შესრულებული. მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია „ახალი“, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც შეუძლია ცვლილებები და ვის მხრებზეც წარსული შეცდომები არ არის.

მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ „გირჩი“ და „დროა“, ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს და ჩვენ ვიზიარებთ მათ დამოკიდებულებებს და დღეს ჩვენი ოთხეული და ჩვენი გუნდები არის ის ხალხი, ვინც ჩემთვის უკიდურესად კომფორტულია, ვისშიც მე სრულად დარწმუნებული ვარ ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულების თვალსაზრისით და ვისაც ვენდობი ბოლომდე. 

გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიმაჩნია რომ უნდა დავრჩე კოალიციის ლიდერად და ყველაფერი უნდა გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის შეცვლისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის პარლამენტში მინდა რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g