LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: ჩემთვის პარლამენტი, როგორც ასეთი, არ არსებობს – ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს მანდატს

136
ნიკა მელია

„ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს – ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, ეს ახლა უმნიშვნელოა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა მანდატის დატოვება პანაცეა არ არის.

“არ ვაპირებთ გავაგრძელოთ საპარლამენტო ცხოვრება” – ფრაქცია „ლელო“ ბოიკოტს აცხადებს

„​არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა. გეუბნებით, ამ წუთის მდგომარეობით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში, ჩემთვის ეს საკითხი დახურულია, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს.

ჩემთვის, მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ?! ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა გამოსავალი არ არის – სამნიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g