“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია პარტია „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას პასუხობს.
ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა ფილმიდან ”მელიებზე მონადირე”, რომელშიც იაგო ხვიჩიას სახეა ჩასმული.
ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაურეკა და მოეჩვენა, რომ დაემუქრა. მან აღნიშნა, რომ რომ აპირებს პარლამენტის წევრისთვის მინიჭებული იარაღის ტარების უფლებით ისარგებლოს.