LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი, არასდროს გამიკრიტიკებია, კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია

153
fot (1)

ვერ დავტოვებ ყურადღების მიღმა, კობახიძის და კეზერაშვილის იდენტურ „სურვილს“ – თუ მივდივარ, წავიდე – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე განმარტებით, „კეზერაშვილი და ის ხალხი, რომელიც პირადი გამორჩენის მიზნით პარტიას ხან გარედან ანგრევდა და ხან შიგნიდან, მისთვის პარტია ვერ იქნება”.

„ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი, თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს. გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც. პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი, არასდროს გამიკრიტიკებია. კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია. ასევე, ვერ დავტოვებ ყურადღების მიღმა, კობახიძის და კეზერაშვილის იდენტურ „სურვილს“ – თუ მივდივარ, წავიდე. მათგან განსხვავებით მე მხოლოდ ხალხის აზრის კარნახით ვმოქმედებ, ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც ცვლილებები შესაძლებელი და რეალური იქნება. ვიყავი და ვარ იქ, სადაც სიმართლეა, პოლიტიკაში ხალხის ინტერესების ასახვა ხდება და არა ფულის; სადაც დაპირება რეალური და შესრულებადია; სადაც ადამიანი თავის სიტყვაზე პასუხს აგებს. არა ისე, როგორც ვისმენთ ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს ადიუტანტ ცისკარიშვილისგან – თუ სააკაშვილი იქნება გარეთ, მოვიგებთ, მაშინ როდესაც იცი, რომ ჯერ უნდა მოიგო, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა იყოს შესაძლებელი“, – წერს ნიკა მელია.

პეტრე ცისკარიშვილი მელიაზე: გვლანძღავს დღე და ღამე „ქოცებზე“ უფრო მეტად, შეტევით არის დაკავებული და რანაირად წარმოგიდგენიათ, ერთ დარბაზში დავსხდეთ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g