LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

67
ნიკ მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ამ მიზნით მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდნენ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა.

ამ დრომდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, დოკუმენტის ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად – პრემიერი მიშელის შეთანხმების ანულირებაზე

პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას არ ჰქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.

ფოტო : ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები