LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, დოკუმენტის ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად – პრემიერი მიშელის შეთანხმების ანულირებაზე

68
--2021-02-22-12-59-09-767589

პრემიერმინისტ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება ცალმხრივად შეასრულა და მათი მხრიდან რეფორმები გაგრძელდება.

“რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ. მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდაპოლიტიკური ვითარების დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა.

“მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრულ იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-ს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ეს ითქვა საჯაროდ და მინდა აქვე დავადასტურო ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც, აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახლოებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. განვითარება, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g