LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას დაკავებისას პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები: შსს

92
შსს-8

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა და ნიკანორ მელია დააკავა.

სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის მათ გონივრული ვადა მისცეს.

“სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკავშირებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად, ეს არის რეჟიმის დასასრული: ნიკა მელია

magti 5g