LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ქავთარაძე: “ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! კოშმარული საღამო მქონდა, თუ ვინმე მიხვდა, რომ მოვიმატე – ყველამ მითხრა..”

762
nikaqavtaradze-2022-01-24_14-58-39_980249

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ურჩევს თავი შეიკავონ სხვების შეფასებისგან , როდესაც საქმე მათ ჭარბ წონას უკავშირდება.

“ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?!

რატომ ვერ ხვდებიან, რომ საერთოდ არაა მაგათი საქმე?!

“ვააა, მაგრად გასუქებულხარ” – და რა უნდა უპასუხო?! თითქოს თავს ვიმართლებ ხოლმე, დაპირებასაც აძლევ, რომ დიეტას დაიწყებ და აუცილებლად გახდები.

მესმის და მჯერა, რომ ამას არ აკეთებთ სპეციალურად გულის სატკენად, მაგრამ ადამიანები ხომ ხართ?!

სიტყვას რამხელა ძალა აქვს ხომ იცით?

მეტი იფიქრეთ, ვიდრე ვინმეს ფორმიდან ამოვარდნის გამო “ანერვიულდებით”.

გუშინ კოშმარული საღამო მქონდა, თუ ვინმე მიხვდა, რომ მოვიმატე – ყველამ მითხრა. საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა – ინერციით ვაკეთებდი საქმეს.

ხოდა, გთხოვთ, ვინც ამას წაიკითხავთ, აღარასდროს მითხრათ თქვენი აზრი გასუქებაზე – არც გახდომაზე. გთხოვთ!”,- წერს ნიკა ქავთარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g