LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nike-ის რეკლამა ქალებზე ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებიც სტერეოტიპებს ებრძვიან (ვიდეო)

81

ახალი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში Nike-მა აღმოსავლელ ქალებზე სამოტივაციო ვიდეო გამოუშვა. პროექტის მიზანია – დაამსხვრიოს სტერეოტიპები და შეცვალოს კულტურული და სოციალური მიდგომა ქალების მიმართ.

ვიდეოში აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრები ხუთი ცნობილი ქალი მონაწილეობს, რომლებმაც თავის დროზე შეძლეს და თვითრეალიზაციისკენ მიმავალი ყველა დაბრკოლება გადალახეს: სკეიტბორდისტი ზაჰრა ლარი, პარკურის მსაჯი ამალ მურადი, მომღერალი ბალკის ფასი, მოკრივე არიფა ბსეისო და მოფარიკავე ინეს ბუბაკრი.

“როდესაც ჩემი მშობლები ღელავდნენ იმის გამო, როგორ მიმიღებდა საზოგადოება მე, როგორც მომღერალს, მე ვუთხარი მათ: “მოითმინეთ და დაინახავთ, როგორ შევცლი ადამიანების მიდგომას ბევრი მოვლენის მიმართა”, – განაცხადა ფასიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები