კვირას ლონდონში გამართულ WhatsOnStage-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე წლის საუკეთესო თეატრალური მსახიობები გამოავლინეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ნიკოლ კიდმანს გადაეცა სპექტაკლში Photograph 51 შესრულებული როლისთვის.
დაჯილდოვებაზე მისული კიდმანი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა პასტელური ფერის კაბაში, რომელიც მსახიობმა Gucci-ს საშემოდგომო კოლექციიდან აარჩია. კაბა ყვავილებითა და უზარმაზარი ნაქარგი ფრინველით მაშინვე მოხვდა ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში. მსახიობი , რომლისთვისაც ეს ჯილდო პირველია, დიდხანს პოზირებდა წითელ ხალიჩაზე და იღებდა ფოტოებს თაყვანიმცემლებთან. WhatsOnStage-ის პრიზის მისაღებად ნიკოლთან ერთად იბრძოდნენ დენის გოუგი, ლია უილიამსი, როსალი ქრეიგი და ჰარიეტ ვოლტერი.
