LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანის სახე საეჭვოდ ახალგაზრდულად გამოიყურება (ფოტო/ვიდეო)

78

ოსკაროსანი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი იტალიაში, სან-რემოს მუსიკალური ფესტივალის საპატიო სტუმარი გახლდათ. მსახიობი ფანტასტიურად გამოიყურებოდა Giorgio Armani-ის გრძელ შავ კაბაში. ის სცენაზე ფესტივალის წამყვანთან ერთად გამოვიდა და სცენის შუაგულში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ სკამზე რამდენიმე კითხვას უპასუხა. ნიკოლმა აღნიშნა, რომ იტალია მისი საყვარელი ქყვეყანაა და ბოლოს აქ 17 წლის ასაკში იმყოფებოდა. პუბლიკა მას მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა. სცენიდან კიდმანი მსახიობმა გაბრიელ გარკომ გააცილა, რომელც ველ მალავდა აღფრთოვანებას ნიკოლთან შეხვედრისას.

მედიისთვის კი, საინტერესო გამოდგა ნიკოლ კიდმანის შეცვლილი გარეგნობა. მსახიობის სახე საგრძნობლად გაახალგაზრდავებულია, რაც ამყარებს ჭორებს, რომ მან კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. გარდა ამისა, შესამჩნევი იყო კონტრასტი ხელებსა და სახეს შორის, სადაც მსახიობს მეტად ეტყობოდა ასაკის კვალი. ამის მიუხედავად, ჰოლივუდის A კლასის მსახიობი ბრწყინავდა პოპულარული იტალიური ფესტივალის მთავარ სცენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g