LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ცაგარელი სწავლას აშშ-ში, Binghamton University-ში სრული დაფინანსებით გააგრძელებს

117
ნიკოლოზ ცაგარელი

თავისუფალი უნივერსიტეტი კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის წარმატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას – ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი ნიკოლოზ ცაგარელი სწავლას აშშ-ში, Binghamton University-ის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გააგრძელებს.

შოთა სიხარულიძე სწავლას აშშ-ში, ფორდემის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით [წლიური $67,500] გააგრძელებს

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკოლოზ ცაგარელი ასევე გახდა Dr. Yukui Luo-ს კვლევითი ჯგუფის წევრი (Graduate Assistant), საიდანაც ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

„მან მოიპოვა Binghamton-ის უნივერსიტეტისგან სწავლის სრული დაფინანსება (Tuition Scholarship). გარდა ამისა, გახდა Dr. Yukui Luo-ს კვლევითი ჯგუფის წევრი (Graduate Assistant), საიდანაც მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.

ნიკოლოზმა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად მოწვევა მიიღო ასევე University of Florida, Missouri University of Science and Technology და Lehigh University-დან, მაგრამ ამ უნივერსიტეტებში სწავლის ნაწილობრივი დაფინანსების გამო, საბოლოო არჩევანი Binghamton University-ზე გააკეთა“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ სალაყაია სწავლას სრული დაფინანსებით [63,000$] აშშ-ში, ბენტლის უნივერსიტეტში გააგრძელებს

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი ნიკოლოზ ცაგარელი სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Binghamton University-ის ელექტრო…

Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on სამშაბათი, 15 ივლისი, 2025

ირაკლი ქვარიანი სტენფორდის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g