ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნების წინ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად პოლიტიკური თამაშია.
„ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან”. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. არანაირი შედარება მათ შორის არ შეიძლება, შესაბამისად, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშია წინასაარჩევნოდ, ვგულისხობ მათ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომ საკუთარი ამომრჩევლის გული მოიგონ“, – განაცხადა სამხარაძემ.
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი 2-ოთახიან ლუქსშია, ე.წ მაგნიტსკის სია თავიდანვე განწირული იყო