LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი 2-ოთახიან ლუქსშია, ე.წ მაგნიტსკის სია თავიდანვე განწირული იყო

164
ფსდფგსდ

„თავიდანვე იყო განწირული ე.წ მაგნიტსკის სია რაიმე ეფექტისთვის,“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი 2-ოთახიან ლუქსშია მოთავსებული და საუბარი იმაზე, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი არასერიოზულია.

„საზოგადოებას ახსოვს მაგნიტსკის სია რას ნიშნავს, ეს იყო შემთხვევა, როცა პატიმრის უფლებები ირღვეოდა სერიოზულად, სამედიცინო უყურადღებობაზე იყო საუბარი და ა.შ.“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ფორტუნას“ ეთერში ისიც აღნიშნა, რომ თუ სია შედგება, მასში სააკაშვილი და მისი მხარდამჭერებიც უნდა იყვნენ.

„თუ უნდათ ის ადამიანები ჩაწერონ სიაში, ვინც მონაწილეობა მიიღო, სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი ის ქართული მართლმსაჯულების მიხედვით იხდის სასჯელს, რომელიც ასევე დაადასტურა, საერთაშორისო სასამართლომ. შესაბამისად, გამოდის, რომ ის მოსამართლეებიც უნდა იყვნენ მაგნიტსკის სიაში.

ამავდროულად, თუ საუბარია იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ვინ მიიღო ამაში მონაწილეობა, თავად პატიმარი სააკაშვილი და მისი მხარდამჭერებიც უნდა იყვნენ სიაში. იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობას ვნებს შიმშილობა, მან შიმშილობა გამოაცხადა და მისი მხარდამჭერები აქეზებდნენ, რომ გაეგრძელებინა შიმშილობა.

ეს ყველაფერი უკვე ნიშნავს, რომ არასერიოზული გახადეს თავიდანვე ე.წ მაგნიტსკის სიის შედგენა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“.

პაატა მანჯგალაძე: „ყველამ, ვინც უკანონო დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g