LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „დიახ – მე ეს შევძელი, ძალიან მალე ბასტი-ბუბუ ამერიკაში ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი“

131
ნინი შერმადინი

„ძალიან მალე ბასტი-ბუბუ ამერიკაში ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი,“ – წერს მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, პროექტს გუნდთან ერთად უხელმძღვანელებს.

ნინი ბასტი-ბუბუს ნდობისთვის საჯარო მადლობას უხდის.

„უდიდესი სიხარულით და უზარმაზარი სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ მე ეს შევძელი

ძალიან მალე ბასტი-ბუბუ ამერიკაში ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი Art Hub Production-ის მიერ 🇺🇸 Art Hub Production

ეს ჩემთვის მხოლოდ პროექტი არ არის — ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, დიდი სიყვარული და დიდი გამარჯვება ჩვენი ემიგრანტი ბავშვებისთვის.

ბავშვები ბავშვებისთვის

ზღაპრული სამყარო, ბედნიერი ხმები, ყველასთვის საყვარელი სიმღერები და კლიპები — ყველაფერი, რაც ბავშვობას ნამდვილ სიხარულად აქცევს.

ამ გზას დიდი გეგმებითა და დიდი იმედებით ვიწყებ ჩემს გუნდთან ერთად.

უღრმესი მადლობა ბასტი-ბუბუს დიდ ოჯახს ნდობისთვის — ეს ნდობა ჩემთვის უდიდესი ფასეულობაა

მე მჯერა ბავშვების.

მე მჯერა ოცნებების.

და დიახ — მე ეს შევძელი

მიყვარხართ“ – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g