ნინი შერმადინი ფიქრობს, რომ საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. შესარჩევი ეტაპისთვის აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა სიმღერა უკვე დაწერა:
„გამარჯობა მეგობრებო, სიმღერა დავწერე, რომელიც ძალიან გლობალურ პრობლემას ეხება, ინსპირაცია ერთმა საოცარმა გოგონამ მომცა, ჯერ ვერ ვიტყვი, რა თემაზეა, ჰოდა, რას ფიქრობთ, შევიტანო „ევროვიზიის“ კონკურსზე? მე მგონია, რომ ძალიან გაამართლებს. აბა რას მირჩევთ? ერთი იმას გეტყვით, რომ არაა არც თავისუფლებაზე, არც ომზე, არც მშვიდობაზე და არც პატრიოტულ მოტივებზე“.