ქვეყანაში მყოფი მიუსაფარი ცხოველების პრობლემას სოციალურ ქსელში ნინი შერმადინი ეხმაურება.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, აუცილებლად უნდა აშენდეს თავშესაფრები, სადაც მოხდება ცხოველების გადაყვანა.
„მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ არ იყვნენ მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში, ადამიანების და მათივე უსაფრთხოების გამო. მოვითხოვ გასაჯაროვდეს შიდა კამერები, რას წვავდნენ კრემატორიუმში, ცხოველების გადაყვანა უნდა ხდებოდეს ცივილურად და არა ისე რომ გზაში უკვდებოდეთ გადაყვანის დროს. უნდა აშენდეს თავშესაფრები, რისთვისაც მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ დონაციაში და დავეხმაროთ სახელმწიფოს, როგორც მოხალისედ ასევე ფინანსურად! ფიზიკურად ვერ ვიქნები აქციაზე, მაგრამ დამავალეთ ნებისმიერი რამ და თქვენს გვერდით ვიქნები,“ – წერს ნინი შერმადინი.
