ნინო დავითიანი ჟურნალ „სარკის“ ახალ, 26 მარტის ნომერში მამის დაქორწინების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს მისი და მისი დის სურვილიც იყო:
„როდესაც დედა გამოგვაკლდა, ერთმანეთს ვამხნევებდით. გიამ მაშინვე დიდი პასუხისმგებლობა აიღო ჩვენზე, ყველაფერს აკეთებდა, რომ ტკივილს გავმკლავებოდით. მას ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ ტრაგედიის გადატანა, მაგრამ არ იმჩნევდა…
როდესაც მამის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა და ეს ყველაფერი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა, როგორი იყო თქვენი, შვილების პოზიცია?
პირველივე წუთიდან ჩვენ მამას გვერდში ვედექით, ძალიან დადებითად მივიღეთ ეს ამბავი, ჩვენც გვინდოდა, მის ცხოვრებაში ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ეყვარებოდა და რომელსაც ეყვარებოდა, არ გვინდოდა, მარტოობისთვის ყოფილიყო განწირული…“
„გილოცავ მა, სულ ბედნიერი მენახე“ – გია დავითიანის ქალიშვილი იუბილარია