LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გაჩეჩილაძე: „ქალები ხშირად ვწუწუნებთ სიბერის მოახლოებაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ყოველი ნაოჭი და ჭაღარა ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს…“

209
ნინო-გაჩეჩილაძე

ნინო გაჩეჩილაძე „ინსტაგრამზე“ გამომწერებს მიმართავს და სიბერის შესახებ წერს:

„ქალები ხშირად ვწუწუნებთ სიბერის მოახლოებაზე, გაჩენილ ნაოჭებზე და ახალგაზრდული იერის დაკარგვაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ სიბერის ყოველი გამოვლინება – თავისი ნაოჭებითა და თმაში შერეული ჭაღარა თმით ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს, ვცოცხლობთ და მივყვებით დროის დინებას, დრო კი არ ჩერდება და „ბერდება” ჩვენთან ერთად… არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვინც მუდამ 18 წლისა დარჩება, ყველა დაბერდება თავისი ასაკის შესაბამისად.

დაბერდე – ნიშნავს იცოცხლო დიდხანს, ნახო ბევრი რამ, აღმოაჩინო ბევრი სიახლე, იმოგზაურო უფრო მეტი და ა.შ… ბევრი სიკეთე ახლავს სიბერეს, ამიტომ ნუ ვიწუწუნებთ იმაზე, რომ ოდესღაც დავბერდებით, პირიქით: უნდა ვისურვოთ, რომ დავბერდეთ, რომ მივაღწიოთ სიბერის ასაკს, რადგან ცხოვრება მშვენიერია და უნდა ვეცადოთ, დავტკბეთ ყოველი ახალი დღით“.

ყოველი წუთი ნაყოფიერად უნდა დავხარჯოთ…როცა აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი შეგვიქმნია, ეს უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს: ნინო გაჩეჩილაძე

რეალური, გაცნობიერებული ცხოვრება იწყება მხოლოდ 40 წლის შემდეგ – ნინო გაჩეჩილაძის ულამაზესი ფოტოსესია

რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი, თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა – ნინო გაჩეჩილაძე

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nino Gachechiladze (@gachka31)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g